English  მთავარი  საიტის რუკა  კონტაქტი
  ავტორიზაცია  
სახელი  
პაროლი
   
   
მოძიება-შერჩევა და რეკრუტინგი
 

BSI ახორციელებს რეკრუტინგს მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერებისა, წამყვანი საერთაშორისო და ქართული კომპანიებისთვის.
ჩვენი ცოდნა და საქმიანობა დაყოფილია შემდეგ ბიზნეს სეგმენტებათ:

• B2C
• B2B
• მომსახურების სფერო
• BSI ქსელი


რეკრუტინგი B2C კომპანიებისთვის:

განყოფილება [B2C] მუშაობს Business-to-Consumer სექტორზე
ეს სექტორი მოიცავს შემდეგ ბაზრებს:

• FMCG
• ფარმა
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
• ელექტრონიკა
• ავტო ინდუსტრია
 

რეკრუტინგი B2B კომპანიებისთვის:

განყოფილება [B2B] მუშაობს Business-to-Business სექტორზე
ჩვენი კონსულტანტები უკეთებენ რეკრუტინგს იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ ბაზრებზე:

• ინდუსტრიული აღჭურვილობის წარმოება და გაყიდვა
• ფინანსები

• ლოჯისტიკა


BSI ძირითადი უპირატესობა მოძიება–შერჩევაში:
მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერულ პოზიციებისათვის შესაბამისი კადრების მოძიების, შერჩევის და შეფასების პროცესში, ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ, თანამედროვე, მეტად ეფექტურ ტექნოლოგიებს. უსწრაფესად ვეხმაურებით კლიენტის მოთხოვნებს.
გაგვაჩნია რთული პროექტების მენეჯმენტის დიდი გამოცდილება.
ჩვენს კლიენტებს ვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას კანდიდატებზე და ბიზნესზე მათი გავლენის შესახებ.
ჩვენ განვავითარეთ ბიზნეს კონტაქტების ფართო ქსელი, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ რეკრუტინგის პროცესი იქ სადაც ვაკანსიის განცხადებას არ მოაქვს შედეგი.
ჩვენი კონსულტანტები გამოცდილები არიან პროფესიონალების მოძიება–შერჩევაში სხვადასხვა ბიზნეს სფეროებისთვის, ეს შესაძლებელი გახდა კლიენტებისა და კანდიდატების მოთხოვნების სიღრმისეული შესწავლის გზით. ჩვენი ფართო ინფორმაციული ბაზის მეშვეობით, შეგვწევს ძალა სრულად დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები.
ამოცანების უფრო ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენი დეპარტამენტების თანამშრომლები დაყოფილნი არიან ჯფუფებად შესაბამისი ექსპერტიზის მიხედვით, თითოეული ჯგუფი სპეციალიზირდება კადრების მოძიება–შერჩევით ბაზრის სხვადასხვა სექტორებისათვის.
ჩვენი წარმატებული მუშაობის შედეგი არის დახურული ვაკანსიების თითქმის 100% მაჩვენებელი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები კლიენტებთან და კანდიდატებთან.

 

მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ საერთო მიზნების და წარმატებების მისაღწევად.